კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 8 ოქტომბერი, 2026
ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ ამუშავებს dialAI პერსონალურ მონაცემებს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. ვისი მონაცემები და რა როლით
- თქვენი ანგარიშის მონაცემები (ელფოსტა, ორგანიზაციის სახელი, რეკვიზიტები): ამ მონაცემებს ვამუშავებთ, როგორც დამმუშავებელი.
- თქვენი კლიენტების მონაცემები (სახელი, ტელეფონი, შეტყობინების ველები, ზარის შედეგი): ამ მონაცემებს თქვენ ტვირთავთ და მათზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ჩვენ მათ ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი დავალებით, როგორც უფლებამოსილი პირი.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- რეგისტრაციის და ანგარიშის მონაცემები.
- კონტაქტები და თანხმობის დადასტურება: თარიღი, მომხმარებელი, IP მისამართი და თანხმობის წყარო.
- ზარის მონაცემები: დრო, ხანგრძლივობა, შედეგი, საუბრის ტექსტური ჩანაწერი და მოკლე შეჯამება. ზარების აუდიოს არ ვინახავთ.
- SMS შეტყობინებები და კლიენტების პასუხები, მათ შორის გამოწერის მოთხოვნები (STOP).
- ტექნიკური მონაცემები: შესვლის სესია, ენის არჩევანი, ბრაუზერი და გამოყენების სტატისტიკა.
3. რისთვის ვიყენებთ
- მომსახურების მისაწოდებლად: ზარების, SMS-ის და ანალიტიკისთვის.
- ანგარიშსწორებისთვის და ინვოისებისთვის.
- უსაფრთხოებისთვის, ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად და კანონის მოთხოვნების შესასრულებლად.
- პლატფორმის გასაუმჯობესებლად. თქვენი კლიენტების მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ და არ ვყიდით.
4. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელ პარტნიორებს, რომლებიც მათ ჩვენი დავალებით ამუშავებენ:
- Supabase: მონაცემთა ბაზა და ავტორიზაცია.
- Vercel: ვებსაიტის ჰოსტინგი.
- Google (Gemini): ხმის და ტექსტის გენერაცია, საუბრის ანალიზი. Google Analytics: საიტის ანონიმური სტატისტიკა.
- Resend: სისტემური ელფოსტის გაგზავნა.
- მობილური ოპერატორები: ზარებისა და SMS-ის მიწოდება.
სახელმწიფო ორგანოებს მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. მონაცემების საზღვარგარეთ გადაცემა
ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი (Google, Supabase, Vercel, Resend) მონაცემებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში ამუშავებს. ასეთ გადაცემას ვახორციელებთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გარანტიებით, მათ შორის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომლებიც ამ კომპანიებთან გვაქვს გაფორმებული.
6. შენახვის ვადა
მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის დახურვიდან 90 დღეში ვშლით კლიენტების მონაცემებს და ზარების ჩანაწერებს, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვასაც კანონი გვავალდებულებს (მაგ. ინვოისები და თანხმობის აუდიტი).
7. უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS), თითოეული ორგანიზაციის მონაცემები სხვებისგან იზოლირებულია, ხოლო თანამშრომლების წვდომა შეზღუდულია მხოლოდ აუცილებელით.
8. თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებზე, მათი გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან ასლის გადაცემა, ასევე უარი თქვათ პირდაპირ მარკეტინგზე. თუ ჩვენი კლიენტის მიერ განხორციელებულ ზარს ეხება, მიმართეთ იმ ორგანიზაციას, რომელმაც დაგირეკათ, ან მოგვწერეთ და ჩვენ გადავუგზავნით. საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
9. ქუქი-ფაილები
ვიყენებთ აუცილებელ ქუქი-ფაილებს შესვლისა და ენის დასამახსოვრებლად, ასევე Google Analytics-ს საიტის ანონიმური სტატისტიკისთვის.
10. ცვლილებები და კონტაქტი
პოლიტიკის ცვლილებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ. კითხვების ან მოთხოვნების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@webfeatures.co