ვიზიტის შეხსენებები, ჯავშნის დადასტურება, გადახდის შეხსენებები და შეთავაზებები. ასობით ზარი დღეში, ადამიანის ჩარევის გარეშე.
შექმნილია ბიზნესებისთვის, სადაც ყოველი გამოტოვებული ზარი დაკარგული შემოსავალია
ხმები
8 ბუნებრივი ქართული ხმა. აირჩიეთ სცენარი და დააჭირეთ ნებისმიერ ხმას.
„გამარჯობა, ნინი! გირეკავთ სტომატოლოგიური კლინიკიდან, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი ვარ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, ორ საათზე ჩაწერილი ხართ ექიმთან. გმადლობთ!“
ფუნქციები
ასისტენტი კლიენტს სახელით მიმართავს, კომპანიის სახელს სწორად წარმოთქვამს და საუბარს 2 წამში იწყებს, ისე როგორც ცოცხალი ოპერატორი.
ერთი სკრიპტი, ათასობით პერსონალური ზარი.
სამუშაო დღეები და საათები, განმეორებითი ცდები და დღიური ლიმიტი ავტომატურად.
დეტალებს, ბმულს ან მისამართს კლიენტი SMS-ით ზარის დასრულებისთანავე იღებს.
ვინ უპასუხა, ვინ დაინტერესდა, ვინ ითხოვა გადარეკვა. ყოველი ზარის შედეგი და შეჯამება ერთ სივრცეში.
როგორ მუშაობს
აირჩიეთ შაბლონი (შეხსენება, დადასტურება, გადახდა) და მოარგეთ ცვლადებით.
8 ბუნებრივი ხმა. მოუსმინეთ წინასწარ და აირჩიეთ თქვენი ბრენდის ტონი.
ატვირთეთ კონტაქტები, მიუთითეთ საათები და ლიმიტი. დანარჩენს ასისტენტი აკეთებს.
ანალიტიკა
ვინ უპასუხა, ვინ დაადასტურა და ვის გაეგზავნა SMS, რეალურ დროში.
პლატფორმა აგებულია „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
დეტალურადფასები
ლიმიტის ამოწურვისას ზარები ჩერდება, ამიტომ მოულოდნელი ხარჯი არ იქნება.
ასისტენტი იყენებს თანამედროვე ხმოვან მოდელებს, რომლებიც ქართულ ტექსტს ბუნებრივი ინტონაციით კითხულობს. სკრიპტის რედაქტორში ზარამდე შეგიძლიათ მოისმინოთ ზუსტად ის, რასაც კლიენტი გაიგებს.
ზარები ხორციელდება Dialai-ს ქართული ნომრიდან, ასისტენტი კი ყოველთვის თქვენი კომპანიის სახელით წარდგება. დამალული ნომრით რეკვა არ არის დაშვებული.
კონტაქტების დამატებისას ადასტურებთ წინასწარი თანხმობის არსებობას, რაც ინახება აუდიტისთვის. ყოველ ზარში ასისტენტი ასახელებს კომპანიას, SMS-ში კი არის გამოწერის ინსტრუქცია.
რეგისტრაციის შემდეგ 14 დღე სრულად უფასოა, ბარათის გარეშე. შემდეგ აირჩევთ პაკეტს და ინვოისით გადაიხდით, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი.
ზარები ავტომატურად ჩერდება, ასე რომ არასოდეს გადაიხდით იმაზე მეტს, ვიდრე პაკეტშია. ლიმიტის გაზრდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
დიახ. Business პაკეტიდან ხელმისაწვდომია API, Enterprise-ში კი ინტეგრაციას ჩვენ ვაწყობთ.
რეგისტრაციიდან პირველ ზარამდე 10 წუთი. ბარათი არ არის საჭირო.
უფასოდ დაწყება